LIVE

პუტინის გეგმები უკრაინაში

12 დეკ 202116:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 2200
პუტინის გეგმები უკრაინაში

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ქვეყანაში რუსეთის ინტერვენციის კონკრეტულ დროს - იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისს ასახელებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიცავს ბუდანოვის განრიგს ისე დაიცავს, თითქოს ის ეს შეთანხმებული პირობაა.  

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის გაზსადენის პუტინის გრანდიოზული პროექტის ძირითად ნაწილს, რაც მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის. და მაინც, უკრაინაში ყოვლისმომცველი ომი შეუძლებელი მაინც არაა. 

უკრაინაზე რუსეთის წინა თავდასხმები ორ განსხვავებული სცენარით განვითარდა. გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ თუ უკრაინასთან დაკავშირებით „წითელი ხაზი“ გადაიკვეთება, ამჯერად პუტინი  უეცარი თავდასხმის სცენარს აწონ-დაწონის. თუ რა იგულისხმება "წითელ ხაზში", ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 30 ნოემბერს  მან საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა - უკრაინაში რაიმე სახის შეტევის შემთხვევაში, მოსკოვამდე ფრენის დრო იქნება შვიდიდან ათ წუთამდე იქნება, ხოლო ჰიპერბგერითი იარაღის განლაგებით ეს დრო ხუთ წუთამდე მცირდება. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინს უკრაინაში აშშ-ის სარაკეტო განლაგების ეშინია. როგორც ფიოდორ ლუკიანოვმა, კრემლის საგარეო პოლიტიკის მიმომხილველმა დაწერა, უკრაინას არც კი დასჭირდება NATO-ში გაწევრიანება იმისათვის, რომ აშშ-ის დე ფაქტო სამხედრო საყრდენი გახდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ემზადება სამხედრო ძალის გამოსაყენებლად, თუ პუტინი მიიჩნევს, რომ მის მიერ წოდებული „წითელი ხაზი“ იკვეთება. 

იმავდროულად, პუტინმა იცის, რომ თუ ის უკრაინას თავს აშკარა პროვოკაციის გარეშე ან რაიმე ხელოვნურად შექმნილი ინციდენტის საბაბით დაესხმება, ის უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს. ომის აშკარა ხარჯების გარდა, ასეთი ნაბიჯი დღის წესრიგში დააყენებს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ აშშ-ის მიერ ინიციირებულ სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მძიმე ეკონომიკურ სასჯელს ვერ გადაურჩება. 

ასეთ სიტუაციაში ერთადერთი პოტენციური გამარჯვებული იქნება აშშ, რომელიც შეძლებს მოწინააღმდეგის დასუსტებას და ალიანსების გაძლიერებას. 

აშშ სავარაუდოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას უკრაინის ნებისმიერ ნაწილში, რომელსაც რუსეთი ვერ დაიკავებს, ისევე როგორც მის მეზობელ ქვეყნებში - პუტინისთვის რაც ყველაზე ცუდი შედეგია.

Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მაგალითი. შეუძლია თუ არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიმშვიდის შენარჩუნება, რათა თავიდან აიცილოს ყველაზე ცუდი სცენარი? გაუგებარია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეონიდ ბერშიდსკი