LIVE

Bild: რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას გეგმავს - ინტერვენციის გეგმა

04 დეკ 202117:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 3155
Bild: რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას გეგმავს - ინტერვენციის გეგმა
Mikhail Metzel / AP

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალი წლის დასაწყისში რუსეთი უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევას აპირებს.

გამოცემის მაღალი დონის წყაროს თქმით, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემთხვევაში, რუსეთის ჯარი წამოიწყებს თავდასხმას რამდენიმე ტეროტირიიდან. შეტევა შეიძლება განხორციელდეს “იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში” - თუ უკრაინა და ნატო არ შეასრულებენ პუტინის მოთხოვნებს.

სამხედრო ინტერვენციის პირველი ფაზა

კრემლის გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე, რუსეთი უკრაინის სამხრეთ ნაწილს დაიპყრობს “ყირიმისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად. ისევე, როგორც ქვეყნის ზღვიდან მომარაგების შეწყვეტის მიზნით”. რუსული გეგმები ითვალისწინებს სადესანტო ოპერაციის განხორციელებას “ოდესის აღმოსავლეთით, ქალაქებს ფონტანკასა და კობლევეს შორის”, შემდეგ კი მიმართულებას ჯრი მიმართულებას შეცვლიდ და ოდესა ალყაში აღმოჩნდება.

ამავდროულად, ხერსონის რეგიონში “საჰაერო სადესანტო ოპერაციები“ განხორციელდება მდინარე დნეპრის გასწვრივ, რაც გადაკეტავს ხიდებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მდინარეზე და, შესაბამისად, შეწყვეტს მიწოდებას უკრაინელებისთვის. 

ანალოგიურად, რუსული სატანკო ქვედანაყოფები, საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების მხარდაჭერით, ოკუპირებული დონბასის რეგიონიდან აღმოსავლეთ უკრაინაში გადაინაცვლებენ, შემდეგ გაიყოფიან და დაიკავებენ ზაპოროჟიას (სამხრეთ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ცენტრი).

გემის განხორციელების შემთხვევაში, უკრაინის მთელი სამხრეთ ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა და პუტინი შექმნის დერეფანს რუსეთიდან რუმინეთთან ნატოს საზღვრამდე.

სამხედრო ინტერვენციის მეორე ფაზა

ომის პირველი ეტაპის პარალელურად, პუტინის საჰაერო ძალები და ბალისტიკური რაკეტები შეასუსტებს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსეთის სატანკო ქვედანაყოფებს შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონებში და მიაღწიონ დიდ ქალაქებს - დნიპროსა და პოლტავას.

Bild-ის წყაროს თანახმად, მიზანი ქალაქების ალყაში მოქცევა, შემდეგ კი ელექტროენერგიის, გაზისა და საკვების მიწოდების შეწყვეტაა. რამდენიმე კვირის შემდეგ რუსები გამარჯვებას, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მხსნელები იზეიმებენ - შეიჭრებიან ქალაქებში და გადაარჩენენ უკრაინის მოსახლეობა შიმშილისა და სიკვდილისგან.

სამხედრო ინტერვენციის მესამე ფაზა - კიევის აღება

მესამე ფაზაში კრემლი კიევისკენ ჩრდილოეთიდან მიიწევს. ნატოს სტრატეგებს შორის გაურკვევლობაა. მათ უჭირთ პროგნოზირება, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი საომარ მოქმედებებში. ბელარუსის ჩართულობის შემთხვევაში, რუსეთი მოახერხებს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალყა შემოარტყას კიევს. რუსული ჯარები გადაადგილდებიან “კოროსტენ-უმანის ხაზზე, რათა შეწყვიტონ მიწოდება დასავლეთ უკრაინიდან. ამის შემდეგ კრემლი ალყაში მოქცეული კიევის კაპიტულაციას დაელოდება.

სამხედრო ინტერვენციის შედეგი

მოვლენების მსგავსი სცენარიით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის ახლანდელი ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს დაიკავებს. 

“უკრაინელები იბრძოლებენ, მაგრამ ვერ გაუძლებენ რუსების დიდ თავდასხმას”, - განუცხადა BILD-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

BILD-ს კიდევ ერთმა ოფიცერმა გაუცხადა, რომ ამერიკული ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები არ არის საკმარისი ყველა რუსული ტანკისთვის, ხოლო თურქული უპილოტო თვითმფრინავები რუსული საჰაერო საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მარტივი სამიზნეა.

თავის დასაცავად, მეორე მხრივ, უკრაინას სასწრაფოდ დასჭირდებოდა თანამედროვე დასავლური - „პატრიოტის“ და „ჰარპუნის“ ტიპის საზენიტო რაკეტები.