LIVE

კრიპტო სტარტაპებში ინვესტიციები იზრდება

02 დეკ 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 988
კრიპტო სტარტაპებში ინვესტიციები იზრდება
Bloomberg

პირველად ოთხი წლის განმავლობაში, ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები აშშ-ში უფრო მეტ კრიპტო და ბლოკჩეინ სტარტაპს უჭერენ მხარს, ვიდრე აზიაში. ეს ნიშანია, რომ ჩინეთის მხრიდან ალტერნატიული ვალუტების მიმართ მიუღებლობამ დამწყები ინდუსტრია შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ოდესღაც მთავარი კრიპტო ლოკაცია იყო, ჩინეთის ახალმა შეზღუდვებმა შეამცირა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სტარტაპების რაოდენობა, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ.

თუმცა, ჩინეთში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის კომპანიების გაქრობის პარალელურად,  დანარჩენ მსოფლიოში ამ მიმართულებით ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა. კრიპტო სტარტაპების ინვესტიციებისთვის 2021 წლის მეოთხე კვარტალი უკვე ყველაზე დიდი კვარტალია.

გლობალურად, ინდუსტრიაში ვენჩურული ინვესტიციების ღირებულება 2020 წლის $3.1 მილიარდიდან 30 ნოემბრამდე $21.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა მაჩვენებელზე ექვსჯერ მეტია.

კრიპტოვალუტების სექტორში გლობალური ზრდა შეიძლება იყოს სიგნალი, რომ სექტორი საბოლოოდ გადადის მეინსტრიმში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიზეტ ჩაპმენი