LIVE

თელ-ავივი მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია

01 დეკ 202120:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1602
თელ-ავივი მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია
Bloomberg

Economist Intelligence Unit-ის თანახმად, თელ-ავივმა ჰონგ-კონგსა და სინგაპურს გადაასწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი გახდა.

EIU-ს Worldwide Cost of Living-ის ანგარიშში თელ-ავივმა შარშანდელი მეხუთე ადგილიდან მიმდინარე წელს პირველზე გადმოინაცვლა. ძვირადღირებული ქალაქების სიაში პარიზი და სინგაპური საზიარო მეორე ადგილზე არიან. ხუთეულში მოხვდნენ ციურიხი და ჰონგ-კონგი.

EIU-ის თანახმად, თელ-ავივი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მყარი ვალუტისა და სასაქონლო ფასების ზრდის ფონზე გახდა.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებში შესწავლილი საქონლისა და მომსახურების ფასები 3.5%-მდე გაიზარდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის 1.9%-თან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მეტად დაჩქარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ხარჯები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტის მიმართულებით, რაც ნავთობის გაძვირებამ გამოიწვია. 

კვლევის მიხედვით, სირიის დედაქალაქი დამასკო მსოფლიოს ყველაზე იაფ ქალაქად რჩება.

EIU-ის ცხოვრების ღირებულების მსოფლიო გამოკითხვა წელიწადში ორჯერ ტარდება და 173 ქალაქში 200 პროდუქტსა და მომსახურებაზე 400-ზე მეტ ინდივიდუალურ ფასს ადარებს.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სია ასე გამოიყურება:

1 თელ-ავივი

2 პარიზი (ერთობლივი მეორე)

2 სინგაპური (ერთობლივი მეორე)

4 ციურიხი

5 ჰონგ-კონგი

6 ნიუ-იორკი

7 ჟენევა

8 კოპენჰაგენი

9 ლოს-ანჯელესი

10 ოსაკა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მილსონი