
ილონ მასკმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ტეხასის შტატში გადადის საცხოვრებლად. მასკთან ერთად კალიფორნიის შტატიდან მიდის Tesla და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციაც. როგორც აღმოჩნდა, ეს მას გადასახადების სახით მილიარდობით დოლარის დაზოგვაში დაეხმარება.
კალიფორნიის შტატში უძრავი ქონების გაყიდვა, რომელთა შორის ბეი არეას $32 მილიონიანი სახლიცაა, საშუალებას აძლევს მასკს განაცხადოს, რომ ის აღარ არის ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადის მქონე შტატის, კალიფორნიის რეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ რეზიდენციებიდან სულ მცირე ხუთი გაიყიდა მყიდველებზე, რომლებმაც ფული თავად მასკისგან ისესხეს.
Bloomberg News-ის გამოთვლების თანახმად, ჯერჯერობით, კალიფორნიიდან გადასვლამ მასკი, სავარაუდოდ, ნახევარი მილიარდის კაპიტალის მოგების გადასახადისგან გადაარჩინა. იმ დროისთვის, როდესაც ის Tesla-ს 10%-იან წილს სრულად გაყიდის, მასკი გადასახადების სახით $2 მილიარდზე მეტის დაზოგვას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ მასკი ტეხასში ბევრად უფრო ხელსაყრელი ფინანსურ გარემოში იქნება. შტატს სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადი და ფიზიკურ პირებზე კაპიტალის მოგების გადასახადი არ აქვს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომი მალოუნი