LIVE

მასკის სახლი კალიფორნიაში ფასდაკლებით $32 მილიონად იყიდება

13 ოქტ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1202
მასკის სახლი კალიფორნიაში ფასდაკლებით $32 მილიონად იყიდება

ილონ მასკმა კალიფორნიაში გასაყიდი სახლის ფასი 15%-ით შეამცირა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის სახლი ახლა $31,99 მილიონად იყიდება, რაც წინა შეთავაზებაზე დაახლოებით $5,5 მილიონით ნაკლებია.

მასკის სახლს ჰილბოროუში შვიდი საძინებელი და ათი აბაზანა აქვს. სახლი 1916 წელს აშენდა და ბიბლიოთეკას და მუსიკალურ ოთახს, ასევე სრულად რესტავრირებულ სამზარეულოსა და აუზს მოიცავს.

ილონ მასკმა, რომლის ქონება $225 მილიარდ დოლარზე მეტია, ივნისში Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ საკუთრებაში არსებულ ბოლო სახლებს ყიდის. Tesla-ს დირექტორმა ეს გადაწყვეტილება მისი სიმდიდრის კრიტიკის საპასუხოდ მიიღო.

მილიარდერი კალიფორნიის შტატთან კავშირს წყვეტს. მასკმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ Tesla-ს შტაბ-ბინა ტეხასის შტატში გადადის. სამხრეთის შტატში SpaceX-თან დაკავშირებული სამუშაოების გამო მასკი გასულ წელს გადავიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლერ ბალენტინი