LIVE

Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალია

30 ნოე 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 904
Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალია
Twitter

Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი, რომელიც თანამდებობაზე ჯეკ დორსის ნაცვლად დაინიშნა, ახლა S&P 500-ში ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორია.

აგრავალი დირექტორის პოზიციაზე 37 წლის ასაკში დაინიშნა. ის Meta Platform-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ასაკისაა. უსაფრთხოების გამო, Twitter-მა არ გაამჟღავნა აგრავალის ზუსტი დაბადების თარიღი, მაგრამ დაადასტურა, რომ ის 1984 წელს უფრო გვიან დაიბადა, ვიდრე ცუკერბერგი. დორსი, 45 წლის, უკვე იყო ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორების ათეულში.

აგრავალი Twitter-ს 2011 წელს შეუერთდა. კომპანიაში გადასვლამდე მან ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებასა და ინჟინერიაში ბომბეის ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მიიღო, ხოლო დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში სტენფორდის უნივერსიტეტიდან. აგრავალი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპანიაში მთავარი ინჟინრის პოზიციას იკავებდა და Twitter-ის ბლოკჩეინზე და სხვა დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებზე გადასვლას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი, 91 წლის უორენ ბაფეტი, ყველაზე ასაკოვანი აღმასრულებელი დირექტორია S&P 500-ში. აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ასაკი 500 უმსხვილეს კომპანიას შორის დაახლოებით 58 წელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეფ გრინი და კურტ ვაგნერი