
ინდოეთში კრიპტროვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, ციფრული მონეტების ფასი დაეცა.
ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად კანონპროექტი მზადდება, როგორც ჩანს, ინდოელი ინვესტორების მხრიდან კრიპტო გაყიდვების მაპროვოცირებელი აღმოჩნდა.
WazirX-ის პლატფორმაზე ეგრეთ წოდებული ალტკოინები, მათ შორის Shiba და Doge-ი, გარკვეული დროით 20%-ზე მეტით გაიაფდა. WazirX-ი თავს ინდოეთის „ყველაზე სანდო“ კრიპტოვალუტების ბირჟად აცხადებს. საერთაშორისო პლატფორმების ფასებზე, როგორიცაა Binance ან Kraken, ინდოეთის სიტუაციამ ნაკლებად იმოქმედა.
WazirX-ზე ბიტკოინის ფასი თითქმის 14%-ით დაეცა. Binance-ზე კი მხოლოდ 0.5%-ით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტრეისი ალოვეი