LIVE

McKinsey: მსოფლიო სიმდიდრე ისტორიულ მაქსიმუმზეა - ლიდერი ჩინეთია

28 ნოე 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1000
McKinsey: მსოფლიო სიმდიდრე ისტორიულ მაქსიმუმზეა - ლიდერი ჩინეთია

McKinsey Global Institute-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოს წმინდა ქონება 2000-დან 2020 წლამდე სამჯერ გაიზარდა. კვლევა აჩვენებს, რომ ზრდა ძირითადად უძრავი აქტივების, განსაკუთრებით უძრავ ქონების ღირებულების ზრდას ასახავს.

გლობალური აქტივები 2000 წლის $440 ტრილიონიდან 2020 წელს 1,540 ტრილიონამდე გაიზარდა, წმინდა ქონება $160 ტრილიონიდან $510 ტრილიონამდე. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წმინდა ქონება 2020 წელს $66,000-ს შეადგენდა, თუმცა დიდი განსხვავებაა ეკონომიკებს შორის. McKinsey-ის კვლევის მონაწილე ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წმინდა ქონება მექსიკის $46,000-დან ავსტრალიის $351,000-მდე მერყეობს. 

ჩინეთი მსოფლიოში წმინდა სიმდიდრით პირველ ადგილზეა და აშშ-ს უსწრებს. McKinsey-ის მიერ აღებულ ათ ქვეყანას შორის, 2000 წლიდან 2020 წლამდე, ჩინეთზე წმინდა ღირებულების ზრდის 50% მოდის. მას მოჰყვება შეერთებული შტატები 22%-ით. იაპონია, რომელსაც 2000 წელს ათი ეკონომიკის სიმდიდრის ზრდის 31% ეკავა, 2020 მხოლოდ 11%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 2020 წელს გლობალური წმინდა ქონების 46%-ს შეადგენდა. სხვა ძირითადი აქტივები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მანქანები და აღჭურვილობა, არამატერიალური რესურსები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, გლობალური წმინდა ქონების მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. რაც შეეხება დანაზოგებსა და ინვესტიციებს, მათზე წმინდა ქონების ზრდის მხოლოდ 28% მოდის.

McKinsey-ის მიხედვით, წმინდა ქონების ზრდა 2000 წლიდან 2020 წლამდე თითქმის მთლიანად შინამეურნეობის სექტორში კაპიტალისა და უძრავი ქონების მზარდი შეფასების შედეგად მოხდა.

კვლევის მიხედვით, მშპ-ზე სწრაფად გაიზარდა ფინანსური აქტივები და ვალდებულებები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წმინდა ინვესტიციებს. 2000-დან 2020 წლამდე ახალ ინვესტიციებში ჩადებული ყოველი $1-ზე $4-ის მთლიანი ვალდებულებები მოდის.