LIVE

Balenciaga-სა და Gucci-ს ერთობლივი კოლექცია უკვე გაყიდვაშია

16 ნოე 202114:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
Balenciaga-სა და Gucci-ს ერთობლივი კოლექცია უკვე გაყიდვაშია

Balenciaga-სა და Gucci-ს კოლაბორაცია მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია. Vogue-ი კოლექციის შესახებ წერს, რომ პროექტი სახელწოდებით “The Hacker Project" ლოგომანიის ყველაზე ექსტრემალური აფეთქების განხორციელებაა.

 
 
 
View this post on Instagram

A post shared by Gucci Official (@gucci)

ამერიკული მოდის ჟურნალი წერს, რომ Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიშელმა წარმოადგინა კოლექცია, რომელიც სავსეა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას შემოქმედებითი ნიშით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Gucci-ს Aria-ს შოუში ჩართული იყო Balenciaga-ს მიდგომა. ის, რაც ბრიტანული Vogue-ის მოდის კრიტიკოსის ანდერს კრისტიან მედსენის შეფასებით, შეიძლება იყოს ყველაზე გამძლე პროდუქტი სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ მოდის ეპოქაში.

შოუს შემდეგ, Gucci-ს Instagram-ზე მოდის სახლების კრეატიულ დირექტორებს შორის მიმოწერა გამოქვეყნდა, სადაც როგორც გვასალია ამბობს, მისი ურთიერთობა Gucci-ის სახლთან Gucci Envy-ის სუნამოთი დაიწყო. დიზაინერის თქმით, ეს მისი პირველი შენაძენი იყო პოსტ-საბჭოურ საქართველოში. 

მეგა-პოპულარული მოდის სახლების ერთობლივი კოლექციის ნაწილი უკვე მთლიანად გაყიდულია, მათ შორის რამდენიმე ჩანთა და აქსესუარი, რომლებზეც Gucci-ს მონოგრამა Balenciaga-ს ნიშნებით ჩანს. ფასები $195-დან იწყება და $6,000-მდე აღწევს. კოლექციის ნაწილები ორივე მოდის სახლის ონლაინ მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.