
ჩინეთი წლის ბოლომდე Covid-19-ის წინააღმდეგ 3-დან 11 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის სრულ ვაქცინაციას გეგმავს.
1,4-მილიარდიანმა ქვეყანამ მოსახლეობის 75% უკვე აცრა.
ბოლო კვირების განმავლობაში, ჩინეთი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. "ბუსტერ" დოზებზე და მცირეწლოვანი ბავშვების ვაქცინაციაზე.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 3-დან 11 წლამდე ასაკის 84 მილიონზე მეტი ბავშვი მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინით უკვე აიცრა. ბავშვებს ვაქცინაციას სკოლებსა და ბაღებში განთავსებულ ცენტრებში სთავაზობენ. ბავშვების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
ჩინეთში ბავშვებს ადგილობრივი Sinopharm-ისა და Sinovac Biotech-ის ვაქცინებით ცრიან. 3 წლის ასაკიდან მათი გამოყენების ნებართვა ქვეყანამ ივნისში გასცა. ჩინეთისთვის პრიორიტეტულია სტუდენტების ვაქცინაციაც. 18 წელზე უფროსი ასაკის სტუდენტების 95% უკვე აცრილია.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის სწრაფი ტემპი დაეხმარება ჩინეთს, გაუმკლავდეს Covid-19-ის ყველაზე ფართო გავრცელებას მას შემდეგ, რაც ვირუსი პირველად უჰანში გაჩნდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია