LIVE

ჩინეთმა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა

11 ივნ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1201
ჩინეთმა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა

ჩინეთმა Sinovac Biotech-ისა და Sinopharm-ის  Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 3-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია მიანიჭა.  

ჩინეთის “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის” განცხადებით, ვაქცინების დამტკიცება ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა განაპირობა. კლინიკური კვლევებით ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდა. 

Sinovac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ინ ვეიდონგმა მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ კვლევის ორმა ფაზამ, რომელშიც რამდენიმე ასეული მონაწილე იყო ჩართული, აჩვენა, რომ Sinovac-ის ვაქცინა ბავშვებში ისეთივე უსაფრთხო და ეფექტიანია, როგორც მოზრდილებში.

ბავშვების ვაქცინაციის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ჩინეთში ამ დრომდე Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინით აცრა მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის იყო დასაშვები. 

10 ივნისის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 620 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია