LIVE

ინდონეზიის რელიგიურ ლიდერთა საბჭომ მუსლიმებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა

12 ნოე 202113:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1016
ინდონეზიის რელიგიურ ლიდერთა საბჭომ მუსლიმებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა
Bloomberg

ინდონეზიის რელიგიურ ლიდერთა საბჭოს თანახმად, კრიპტო აქტივების ვალუტად გამოყენება მუსლიმებისთვის აკრძალულია.

საბჭომ კრიპტოვალუტა აკრძალულად მისი არასტაბილურობის, ფსონის დადებისა და ზიანის მომტანი ელემენტების გამო მიიჩნია. თუმცა, საბჭოს მიხედვით, თუ კრიპტოვალუტა შეძლებს, როგორც საქონელი ან ციფრული აქტივი შარიათის პრინციპებს დაემორჩილოს, მაშინ მისით ვაჭრობა შესაძლებელი იქნება.

ინდონეზიის მთავრობა მხარს უჭერს კრიპტო აქტივებს. ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა სასაქონლო ფიუჩერსებთან ერთად არის შესაძლებელი, როგორც საინვესტიციო ვარიანტი. თუმცა, ინდონეზია არ უშვებს კრიპტო აქტივების ვალუტის ნაცვლად გამოყენებას. რუპია ქვეყანაში ერთადერთი კანონიერი საგადასახადო საშუალებაა.

საბჭოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ინდონეზიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა მთლიანად შეჩერდება. თუმცა, დადგენილებამ, შესაძლოა, მუსლიმებს აქტივების ამ კლასში ინვესტიციისგან თავშეკავებისკენ უბიძგოს. ეს აიძულებს ადგილობრივ ინსტიტუტებს გადახედონ კრიპტოს გაცემის წესებს.

ინდონეზიის რელიგიური ლიდერების პოზიცია შეიძლება სხვა მუსლიმებით დასახლებული ქვეყნების პოზიციებისგან განსხვავდებოდეს. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დუბაის თავისუფალ ზონაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა ნებადართული გახადა. ბაჰრეინი კრიპტო აქტივებს 2019 წლიდან უჭერს მხარს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არის ადიტა