LIVE

აშშ-ში ინფლაცია 6.2%-მდე დაჩქარდა

14 ნოე 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 688
აშშ-ში ინფლაცია 6.2%-მდე დაჩქარდა

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები გასულ თვეში ყველაზე სწრაფი წლიური ტემპით გაიზარდა 1990 წლის შემდეგ. ხელფასების ზრდის მიუხედავად, მაღალი ინფლაცია ხარჯვით ძალას ასუსტებს.

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.9%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ოთხი თვის განმავლობაში. აღნიშნული მონაცემები Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვის ყველა შეფასებას აჭარბებს.

ენერგიის, საცხოვრებლის, საკვებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაზრდილმა ფასებმა ინფლაციაზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც მიუთითებს, რომ ინფლაცია პოსტ-პანდემიურ გახსნასთან დაკავშირებულ კატეგორიებს სცილდება.

  • სურსათი წლიურად 5.3%-ით გაძვირდა, რაც 2009 წლის იანვრის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია;
  • ბენზინის ფასი სექტემბერთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდაა მარტის შემდეგ;
  • ელექტროენერგიაზე დანახარჯები წლიურად გაიზარდა 1.8%-ით, ყველაზე მეტად  2014 წლის შემდეგ.

მყარი მოთხოვნის ფონზე, ბიზნესები სტაბილურად ზრდიან ფასებს სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე. ამავდროულად, ხარჯებს ზრდის მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები და კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობაც.

ცნობისთვის, საქართველოში ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზეა. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინაბოლო ოთხი თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილივია რეკმანი