LIVE

DoorDash-მა Wolt-ი $8 მილიარდად იყიდა

10 ნოე 202120:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
DoorDash-მა Wolt-ი $8 მილიარდად იყიდა
Bloomberg

Wolt-ი DoorDash-მა შეისყიდა. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული DoorDash-ის $8,1 მილიარდიანი შენაძენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვისა და შერწყმის გარიგებაა ფინეთის ბაზრისთვის. 

კომპანიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, მიკი კუუსი DoorDash-ის საერთაშორისო განყოფილებას უხელმძღვანელებს. აშშ-ის მიწოდების სერვისების ლიდერი, კონკურენციის გაძლიერების ფონზე, ევროპაში გაფართოებას გეგმავს. 

Wolt-მა მიმდინარე წლის დასაწყისში ინვესტორებისგან $530 მილიონი შეაგროვა. სტარტაპმა, მიკი კუუსის ხელმძღვანელობით, საშუალო დონის ბაზრებზე ფოკუსირებული წარმატებული ბიზნესი შექმნა. კომპანია სწრაფად გაფართოვდა 23 ქვეყანაში, სადაც საკვების, სასურსათო პროდუქტებისა და სხვა საქონლის მიტანის სერვისზე მუშაობს.

კუუსის განცხადებით, სიახლე გავლენას არ მოახდენს Wolt-ის ქართველ მომხმარებლებზე. კომპანია ქართულ ბაზარზე ოპერირებას იმავე სახელით, ბრენდით, პროდუქტითა და გუნდით განაგრძობს, როგორც დღემდე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ივან ლივინგსტონი