LIVE

ვაქცინაცია 16-ჯერ ამცირებს Covid-ით სიკვდილის ალბათობას - კვლევა

09 ნოე 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
ვაქცინაცია 16-ჯერ ამცირებს Covid-ით სიკვდილის ალბათობას - კვლევა
Carla Gottgens/Bloomberg

ავსტრალიის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანებს შორის 16-ჯერ ნაკლებია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრისა და ლეტალობის რისკი ვიდრე მათ შორის, ვინც არ არის ვაქცინირებული.

ავსტრალიაში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები გამოიყენება.

კვლევა კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებს, რომ ვაქცინა იცავს ადამიანებს სერიოზული ავადმყოფობისა და სიკვდილისგან მაშინაც კი, როდესაც დამცავი ანტისხეულები დროთა განმავლობაში მცირდება. 

მასობრივი ვაქცინაცია ამცირებს ჯანდაცვის სექტორის ტვირთს და მოთხოვნას სავენტილაციო სისტემაზე, რაც პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინაციამ 10-ჯერ შეამცირა ინფექციის რისკი მათთან შედარებით, ვინც არ იყო ვაქცინირებული 7 სექტემბრამდე ორი კვირის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ აცრები უფრო ეფექტურია მოზარდებში, ვიდრე ხანდაზმულებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია