LIVE

ბიტკოინის ფასმა $68,513-ს მიაღწია - ახალი რეკორდი

09 ნოე 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
ბიტკოინის ფასმა $68,513-ს მიაღწია - ახალი რეკორდი
Bloomberg

ბიტკოინი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული ვალუტა, კიდევ 3,6%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ფასს, $68,513-ს მიაღწია. მეორე უმსხვილესმა მონეტამ, ეთერიუმმა უფრო მოკრძალებული წინსვლა დააფიქსირა, მისი ფასი დაახლოებით $4,840-ს შეადგენს. გაიზარდა ციფრული ვალუტების ბაზრის მთლიანი ღირებულებაც, CoinGecko-ს მიხედვით ბაზრის კაპიტალიზაცია ამჟამად $3,1 ტრილიონს აღწევს.

ზოგიერთი თეორია მიუთითებს ინვესტორთა მადის ზრდაზე აქტივების კლასის მიმართ, რომელსაც შეუძლია მოგება მოიტანოს მაშინაც კი, როდესაც პანდემიის შემდგომი აღდგენა ინფლაციას იწვევს. ბიტკოინის ფასი მიმდინარე წელს 130%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ეთერიუმის დაახლოებით 550%-ით.

თუმცა, კრიტიკოსების მიხედვით, ციფრული ვალუტების ფასის თანდაყოლილი ცვალებადობა ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, როგორც ღირებულების რეზერვს.

ამასთან, რეკორდულად დაბალმა რეალურმა შემოსავალმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს უფრო სარისკო ინვესტიციების მიმართ ინტერესი. ფედერალური რეზერვი გაფრთხილებას იძლევა აქტივების ფასების დაუცველობის შესახებ, თუ განწყობა გაუარესდება.

ბიტკოინმა რეკორდს უკანასკნელად ოქტომბერში მიაღწია, რაც მისი პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტთან იყო დაკავშირებული. საეტაპო ნაბიჯმა შექმნა განწყობა, რომ ვირტუალური მონეტები უფრო მეტ აღიარებას იძენს, მათ შორის ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯესიკა ოსინგერი და ემილი გრაფეტო