LIVE

მასკის ტვიტმა Tesla-ს აქციების ფასი შეამცირა

08 ნოე 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
მასკის ტვიტმა Tesla-ს აქციების ფასი შეამცირა
Bloomberg

ილონ მასკის Twitter-ის გამოკითხვის შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი ეცემა.

მასკმა შაბათს Twitter-ის აუდიტორიას დაუსვა კითხვა, უნდა გაყიდოს თუ არა  Tesla-ს აქციების 10%, რაზეც უმეტესობამ თანხმობა დააფიქსირა.

შედეგების დაფიქსირების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი წინა საბაზრო ვაჭრობაში 7,2%-ით დაეცა. პარასკევს თითო აქციის ფასი ნიუ-იორკში ბაზრის დახურვისას $1,222-ს შეადგენდა.

Twitter-ის 3,5 მილიონი მომხმარებლიდან 58%-მა თქვა, რომ მხარს უჭერს მასკის წილის გაყიდვას. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის 10%-იანი წილი Tesla-ში დაახლოებით $21 მილიარდად შეფასდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ბინი