LIVE

მოსაზრება: სიძულვილს ინტერნეტიდან ვერ წავშლით

13 იან 202119:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
მოსაზრება: სიძულვილს ინტერნეტიდან ვერ წავშლით

Twitter, Facebook, YouTube, Snapchat, Twitch, და Reddit- ამ კომპანიებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავიანთი ქსელებიდან წაიშალეს. Stripe–მა ტრამპის კამპანიისთვის გადახდები შეაჩერა, Shopify–მ ტრამპის პროდუქტებთან დაკავშირებული მაღაზიები გააუქმა. მოქმედი პრეზიდენტის მომსახურება იმეილებმაც კი შეაჩერეს. Parler, სოციალური ქსელის აპლიკაცია, რომელიც ტრამპის მომხრეებისთვის თავშესაფარი იყო, Apple–მა და Google– მა თავიანთი აპლიკაციების მაღაზიებიდან წაშალეს, Amazon Web Services– მა კი ის საერთოდ გააუქმა. 

სამყაროში, სადაც კომუნიკაციის დიდი ნაწილი მსგავს პლატფორმებზე ხდება, ეს დიდი მასშტაბის ცენზურაა. ეფექტურია თუ არა ეს სტრატეგია, უკვე სხვა საკითხია.

ცენზურის ლოგიკა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში იგივე იყო: ტრამპმა ინტერნეტი თავისი მომხრეების პროვოცირებისთვის გამოიყენა და შედეგად ისინი 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ პროპაგანდით  დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდა, რომლის შეჩერებაც საჭირო იყო.

მიუხედვად იმისა ლეგიტიმურია თუ არა ეს მიზეზები, საქმე კერძო კომპანიებს ეხება, რომელსაც საბოლოო ჯამში, საკუთარი კონსტიტუციური უფლებები გააჩნიათ. ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ პოლიტიკას, საკუთარი პლატფორმები შეუძლიათ შექმნან - ასე ამბობენ კონტენტის მძიმე მოდერაციის დამცველები.

ეს არც ისე მარტივია რეალურ ცხოვრებაში. თუ ტრამპს სურს შექმნას საკუთარი სოციალური ქსელი, მან ასევე უნდა შექმნას საკუთარი აპლიკაციების მაღაზია, ღრუბლოვანი სერვერი, გადახდის სერვისი და ელექტრონული ფოსტა, რათა თავის თეატრი ინტერნეტით გააგრძელოს.

მიუხედავად ამისა, ტრამპზე შეტევა შესაძლოა ინტერნეტში დომინირებული სერვისის პროვაიდერების ალტერნატივების შესაქმნელად კატალიზატორი გახდეს.

ამ საჭიროებას ახლა უკვე არა მხოლოდ ტრამპის მომხრეები, არამედ უცხოური კომპანიებიც გრძნობენ, რომლებიც ამერიკულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას ეყრდნობიან. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა სწორედ ამ მიზეზით გამოხატეს შეშფოთება ტრამპის დეპლატფორმირების გამო. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა "დიდ ტექნოლოგიას" დემოკრატიის ”ერთ-ერთი საფრთხე” უწოდა. თუ სილიკონის ველის კომპანიები მზად არიან, გააჩუმონ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, რას იზამენ ისინი სხვა მსოფლიო ლიდერებთან მიმართებაში?

გასული საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა მარტივი იყო. ამისთვის საჭირო იყო კომპიუტერი, რომელიც ფორუმის სისტამეაზე მუშაობდა და სატელეფონო ხაზი. ახლა, ინფორმაციის ნებისმიერი ცენტრალური წყაროს მფლობელმა უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც ადამიანთა ინტერაქციის არბიტრზე და მიიღოს პასუხისმგებლობა, რომელსაც სტატუსი აკისრებს.

Twitter– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ ალბათ ეს იგულისხმა, როდესაც მან 2015 წელს გამოაცხადა, რომ „Twitter მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას“. თავისუფალი სიტყვის ერთგულება პოლიტიკურად მიზანშეწონილია და სადავო გადაწყვეტილებებს არიდებს თავს. უფრო სწორად, იყო და არიდებდა.

ამ ყველაფრის უკან მოტივის დანახვა მარტივია-ყველა დიდ ტექნიკურ პლატფორმას სურს, შეწყვიტოს კრიტიკა მის მიმართ. როგორც Facebook-ის პოლიტიკის ყოფილმა სპიკერმა განმარტა, ”შინაარსობრივი მოდერაციის ნებისმიერი დიდი გადაწყვეტილება პოლიტიკის შემქმნელებზე, პრესის უარყოფით გაშუქებაზე ან რეკლამის განმათავსებლების მიმართ რეაქციაა."  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტექნიკური აღმასრულებლები ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებისა და საკუთარი თანამშრომლების განუწყვეტელ მოთხოვნებს, რომ ტრამპი ჩამოეშორებინათ თავიანთი პლატფორმებიდან. ახლა, როცა ტრამპი მიდის, მათთვის უფრო ადვილია ამ მოთხოვნას დაყვნენ.

დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვების და ტრამპის ოფისის დატოვების შემდეგ, ტექნიკურმა კომპანიებმა როგორც იქნა ანგარიშსწორების შიშის გარეშე შეძლეს ტრამპის ანგარიშების გაუქმება. მაგრამ შინაარსის მოდერაციის პოლიტიკურ არჩევნების შედეგებზე დაფუძნება არ არის კარგი სტრატეგია. იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები Parler-თან დაკავშირებით ჩივიან, ხოლო დემოკრატებს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალაუფლება აწუხებთ, რეგულაციები ამ ინდუსტრიისთვის გარდაუვალია.

გარდაუვალია ისიც, რომ ინტერნეტში პრობლემატური კომუნები ჩამოყალიბდება. დორსიმ ტვიტერში Signal შეტყობინებების აპის სურათი გაგზავნა, გულის ემოჯისთან ერთად. შესაძლოა, ეს იმის მინიშნებაა, რომ Twitter- ზე გაბრაზებული მომხმარებლები სხვა პლატფორმებს ეძებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელეინ ოუ