LIVE

თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა

03 ნოე 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა
Javed Tanveer/AFP/Getty Images

თალიბანის მთავრობამ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ეკონომიკური მდგომარეობა.

შეიარაღებული დაჯგუფების სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა განაცხადა, რომ ავღანელებმა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ადგილობრივი ვალუტა უნდა გამოიყენონ. ავღანეთის ადგილობრივი ვაჭრობის დიდი ნაწილი ამერიკულ დოლარში ხორციელდება.

უცხოური ვალუტის აკრძალვის პარალელურად თალიბანი ითხოვს მილიარდობით დოლარის რეზერვების გათავისუფლებას საზღვარგარეთ, რომლებიც გაყინულია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში ძალაუფლება ხელში თალიბანმა აიღო. ყოველგვარი რეზერვების გარეშე, ავღანეთი ფაქტობრივად გამოეთიშა საერთაშორისო ფინანსურ სისტემას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა