LIVE

Facebook-ი სახის ამოცნობის სისტემას გათიშავს

03 ნოე 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 901
Facebook-ი სახის ამოცნობის სისტემას გათიშავს
REUTERS/Dado Ruvic/Illustration

Facebook-ი აპირებს გათიშოს სახის ამოცნობის სისტემა, რომელიც ავტომატურად ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებას ფოტოებსა და ვიდეოებში. გადაწყვეტილების მიზეზი ტექნოლოგიის გამოყენების გამო საზოგადოების მზარდი შეშფოთებაა.

“მარეგულირებლები ჯერ კიდევ ამუშავებენ მკაფიო წესებს, რომლებიც მის გამოყენებას არეგულირებს. გაურკვევლობის პირობებში, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია სახის ამოცნობის გამოყენების შეზღუდვა გამოყენების შემთხვევების ვიწრო ნაკრებით”,- წერს Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის ვიცე-პრეზიდენტი, ჯერომ პესენტი ბლოგ-პოსტში. 

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური მედიის პლატფორმის მიერ სახის ამოცნობის სისტემის გათიშვა ხდება მას შემდეგ, რაც ინდუსტრიას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ტექნოლოგიის ეთიკური გამოყენების გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახის ამოცნობის ტექნოლოგიას, რომელიც პოპულარულია საცალო ვაჭრობასა და სხვა ბიზნესში, შეუძლია ზიანი მიაყენოს კონფიდენციალურობას, მიზნად ისახავს მარგინალიზებულ ჯგუფებს და ახდენს ინტრუზიული მეთვალყურეობის ნორმალიზებას.

პარალელურად, კომპანია მარეგულირებლებისა და კანონმდებლების მხრიდან მომხმარებლის უსაფრთხოების გამო ინტენსიური კონტროლის ქვეშ არის.

ტექნოლოგია მომავალში შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული სერვისებით, როგორიცაა ადამიანების დახმარება დაბლოკილ ანგარიშებზე წვდომაში, ან პირადი მოწყობილობის განბლოკვაში.