LIVE

Nike-ი ვირტუალური საქონლისთვის ბრენდის სავაჭრო ნიშნის შეძენას ცდილობს

04 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 872
Nike-ი ვირტუალური საქონლისთვის ბრენდის სავაჭრო ნიშნის შეძენას ცდილობს
Bloomberg

Nike-ი ვირტუალური საქონლისთვის აშშ-ში ბრენდის სავაჭრო ნიშნის შეძენას ცდილობს. ვირტუალურ პროდუქტებს შორის იქნება ფეხსაცმელი და ტანსაცმელიც, რადგან ციფრული პროდუქტები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა 27 ოქტომბერს აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში ოთხი მოთხოვნა შეიტანა, რათა დაეცვა თავისი ნიშნები სხვადასხვა კატეგორიებში. მათ შორისაა „ჩამოტვირთვადი ვირტუალური საქონელი“ და დაკავშირებული სერვისები.

დოკუმენტებში ჩამოთვლილი ციფრული ნივთები მოიცავს თავსაბურავს, სათვალეებს, ჩანთებს, ზურგჩანთებსა და სპორტულ აღჭურვილობას.

ვირტუალური საქონლის მიმართ ინტერესი იზრდება. მომხმარებლები იძენენ ისეთ ნივთებს, როგორიცაა ციფრული ხელოვნება და ვიდეო თამაშების "სკინები", რაც კოსტიუმებსა და აქსესუარებს გულისხმობს ვირტუალური პერსონაჟებისთვის.

ბრენდები ასევე ყიდიან ციფრულ აქტივებს, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეშვეობით არის ავთენტიფიცირებული. Dolce & Gabbana-ს NFT კოლექცია ოქტომბერში აუქციონზე $5,7 მილიონად გაიყიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბეშინი