LIVE

Facebook-ის მამხილებელი - მარკ ცუკერბერგმა Facebook-ი უნდა დატოვოს

02 ნოე 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
Facebook-ის მამხილებელი - მარკ ცუკერბერგმა Facebook-ი უნდა დატოვოს
Reuters

Facebook-ის მამხილებელმა და ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა მარკ ცუკერბერგს მოუწოდა, გადადგეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან და განაცხადა, რომ ბიზნესი უკეთესი იქნება ისეთ ლიდერთან ერთად, რომელიც ფოკუსირებული იქნება მომხმარებლის უსაფრთხოებაზე.

“ვფიქრობ, Facebook-ი უფრო ძლიერი იქნება იმ ადამიანთან, რომელსაც სურს კონცენტრირება მოახდინოს უსაფრთხოებაზე”,- განაცხადა ჰაუგენმა.

მამხილებლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელის ცვლილებასთან ერთად თავად კომპანია შეიცვალოს, თუ დამფუძნებელი დარჩება მასზე პასუხისმგებელი.

ჰაუგენმა ასევე გააკრიტიკა ცუკერბერგის “უსირცხვილო" გადაწყვეტილება, ინვესტირება მოახდინოს თავის მეტავერსულ კონცეფციაში, ნაცვლად შეცდომების გამოსწორებასა და ამჟამინდელ პრობლემებზე ფოკუსირებისა. მამხილებელი მიიჩნევს, რომ მის მიერ კონგრესისთვის გადაცემული დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიას სჭირდება მეტი ინვესტიცია უსაფრთხოების სისტემებში, ვიდრე ვირტუალურ რეალობაში გაფართოება.

ჰაუგენის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, Meta-მ იცოდა, რომ Instagram-ი იწვევდა თინეიჯერი გოგონების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავებას, რომ მისივე თანამშრომლები შეშფოთებულნი იყვნენ კაპიტოლიუმის შტურმის წინ დეზინფორმაციის გავრცელებით. 

“ნამდვილად მჯერა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში საფრთხის ქვეშ იქნება მილიონი ან შესაძლოა 10 მილიონი სიცოცხლე და არაფერი ჩანს რეალური შედეგის სახით”,- განაცხადა ჰაუგენმა.

ჰაუგენი ამბობს, რომ ცუკერბერგის კონტროლი Meta-ს პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი დამოუკიდებელი აქციონერისთვის, რომელსაც შესაძლოა სურდეს ცვლილება. ცუკერბერგი აკონტროლებს კომპანიის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ფლობს Meta-ს ხმების უმრავლესობის წილს, რაც მის პოზიციას უდაო ხდის.