LIVE

ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

26 ოქტ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა
Ozan Kose/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ქვეყნის ელჩის გაძევებაზე უარი თქვა. დიპლომატიურმა დაპირისპირებამ ლირა შეარყია და ანკარას კავშირები მთავარ პარტნიორებთან დანგრევის პირას მიიყვანა.

ერდოღანის თქმით, ელჩებმა, მათ შორის აშშ-ს ელჩმა, გაავრცელეს განცხადება და უარყვეს “ცილისწამება” ბიზნესმენისა და მთავრობის კრიტიკოსის, ოსმან კავალას შესახებ, რომელიც ოთხი წელია ციხეში იმყოფება. “ჩვენ არ გვაქვს განზრახული კრიზისის გამოწვევა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვა”,- განაცხადა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

სანამ ერდოღანი უკან დაიხევდა, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მისი მოქმედება შეესაბამება საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც კრძალავს ელჩებს მასპინძელი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. სხვა საელჩოებმა, მათ შორის კანადისა და ნიდერლანდების საელჩოებმა, გამოაქვეყნეს მსგავსი შეტყობინებები. თურქეთის სახელმწიფო მედია ამბობდა, რომ ერდოღანმა კომენტარი “დადებითად” შეაფასა.

ბოლო უთანხმოება თურქეთსა და ერთ დროს მთავარ მოკავშირეებს - ევროპასა და ამერიკას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ელჩებმა ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.

თურქეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ერდოღანი, უკან დაეხია. უფროსმა მრჩევლებმა პრეზიდენტს აცნობეს ახალი დიპლომატიური დაპირისპირების შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესახებ.

უახლესმა კონფლიქტმა ერდოღანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო რომში G-20-ის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც თურქეთის პრეზიდენტს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს.

ერდოღანს სურს დაარწმუნოს ბაიდენი, მიყიდოს თურქეთს ათობით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. შეერთებულმა შტატებმა წინააღმდეგობა გაუწია ანკარასთან შეიარაღების გარიგებებს თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის შეძენის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ჰაკაოღლუ