LIVE

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონს აჭარბებს

21 ოქტ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 917
კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონს აჭარბებს

ბიტკოინის რეკორდულ ზრდასთან ერთად კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ ყველა დროის პიკს - $2,7 ტრილიონს მიაღწია.

CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზარი მაისის მაჩვენებლის შემდეგ $200 მილიარდით გაიზარდა. სექტორი ახლა თითქმის 10 000 მონეტას მოიცავს.

აღმასვლა გვიჩვენებს, თუ როგორ ვრცელდება კრიპტოვალუტებზე ფსონები  ბიტკოინის მიღმა, იმ ენთუზიაზმის ფონზე, რომ ციფრული აქტივების მიმართ მიმღებლობა იზრდება. განსაკუთრებით, აშშ-ში ბიტკოინთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტის შემდეგ.

ეთერიუმი, ბიტკოინის შემდეგ უმსხვილესი კრიპტოვალუტა, კიდევ 3.3%-ით გაიზარდა და რეკორდულ ღირებულებას $4,400-ს უახლოვდება.

ბიტკოინმა ახალ პიკს $67 000-ს ოთხშაბათს მიაღწია, სანამ $65,000-ზე ჩამოვიდოდა. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი კითხვაა, გაუძლებს თუ არა უმსხვილესი კრიპტოვალუტა მოვაჭრეების მიერ მოგების განაღდების მიზნით გაყიდვების სერიას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი