
ილონ მასკი ჰილსბოროუში, კალიფორნიაში გასაყიდ სახლს 15%-იანი ფასდაკლების შემდეგაც ვერ ყიდის.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის სახლი უძრავი ქონების პლატფორმაზე $31,99 მილიონად იყიდება. ფასს წინა შეთავაზებიდან დაახლოებით $5,5 მილიონი დააკლდა.
Decided to sell my last remaining house. Just needs to go to a large family who will live there. It’s a special place.
— Elon Musk (@elonmusk) June 14, 2021
50 წლის მასკმა ივნისში განაცხადა, რომ სახლი ღონისძიებებისთვის ქირავდება და ის ნაკლებად გამოსაყენებელი იქნება, თუ სახლს დიდი ოჯახი არ იყიდის.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სახლს ჰილსბოროუში 7 საძინებელი, 10 აბაზანა, ბიბლიოთეკა, მუსიკალურ ოთახი, ასევე სრულად რესტავრირებული სამზარეულო და აუზი აქვს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლერ ბალენტინი