LIVE

მსოფლიოს საუკეთესო საპენსიო სისტემები 2021 წელს - კვლევა

20 ოქტ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
მსოფლიოს საუკეთესო საპენსიო სისტემები 2021 წელს - კვლევა
Bloomberg

გლობალური კვლევის თანახმად, ისლანდიას მსოფლიოში საუკეთესო საპენსიო სისტემა აქვს. 

Mercer CFA ინსტიტუტის გლობალურ საპენსიო ინდექსში ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა. კვლევამ ხაზი გაუსვა ქვეყნის მმართველობის ეფექტურობას და სარგებელს პენსიონერებისთვის, მათ შორის გულუხვ სახელმწიფო პენსიას. ნიდერლანდები და დანია მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ. ქვეყნები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოწინავე ადგილებს იკავებდნენ.

11 ქვეყნის პოზიცია, ინდოეთისა და კორეის ჩათვლით, წელს გაუარესდა, რადგან მსოფლიო ჯერ კიდევ Covid-19-ის კრიზისის ეკონომიკურ შედეგებს ებრძვის. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური გარემო ხელფასების შემცირებით, ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და აქტივების მრავალ კლასში შემოსავლების შემცირებით დამატებით ფინანსურ ზეწოლას ახდენს საპენსიო სისტემებზე.

43 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაში ტაილანდი ბოლო ადგილზე გავიდა, არგენტინასა და ფილიპინებთან ერთად.

ანგარიშის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა, მე-9 და 28-ე ადგილი დაიკავეს. ამ ქვეყნებმა გასული წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს. შეერთებულ შტატებს, რომელიც მე-19 ადგილზეა, კვლევის მიხედვით, ქულის გაზრდა შეუძლია, თუ ქვეყანა მინიმალურ პენსიას დაბალ შემოსავლიანი პენსიონერებისთვის გაზრდის.

”მიუხედავად გამოწვევებისა, ახლა არ არის დრო საპენსიო რეფორმის დამუხრუჭებისათვის”,- განაცხადა დევიდ ნოქსმა, Mercer-ის უფროსმა პარტნიორმა და ანგარიშის წამყვანმა ავტორმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბურგესი