LIVE

Apple-მა განახლებული MacBook Pro წარადგინა

19 ოქტ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
Apple-მა განახლებული MacBook Pro წარადგინა
Apple

Apple-მა Intel-ის ჩიპებისგან დისტანცირებისკენ ამ დრომდე ყველაზე აგრესიული ნაბიჯი გადადგა. ტექნოლოგიური გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, MacBook Pro-ს განახლებულ ვერსიაში მთავარი კომპონენტი Apple-ის მძლავრი პროცესორებია, რომელიც კომპანიამ ახალ MacBook-თან ერთად წარადგინა.

კომპანიის განცხადებით, MacBook Pro-ს ახალი M1 Pro და M1 Max ჩიპები 70%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე მისი M1 წინამორბედები. განახლებულ MacBook Pro-ს გაუმჯობესებული მახასიათებლები ასევე უფრო დიდი ეკრანს, MagSafe ტიპის დამტენს და უკეთეს გარჩევადობას მოიცავს.

Apple-ი ასევე აუმჯობესებს გრაფიკულ პერფორმანსს M1 Pro და M1 Max-ისთვის. M1 Max-ის გრაფიკული პერფორმანსი ოთხჯერ უფრო სწრაფია M1 ჩიპებთან შედარებით, ხოლო M1 Pro ორჯერ. ის ასევე 13-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Intel-ის ადრინდელი მოდელები.

სხვა მახასიათებლებთან ერთად, M1 Pro უზრუნველყოფს 32 გიგაბაიტიან მეხსიერებას, ხოლო M1 Max-ს 64 გიგაბაიტამდე მეხისერების მხარდაჭერა შეუძლია. ეს M1-ის 8 და 16 გიგაბაიტთან შედარებით.

Apple-ის ახალი ჩიპები MacBook Pro-ს განახლებაში 2016 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ახალი მოდელი 14.2 დიუმიანი და 16.2 დიუმიანი ზომებით იქნება წარმოდგენილი და iPad Pro-ს მსგავსად miniLED პანელებს გამოიყენებს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ფერის რეპროდუქცია. 

აღსანიშნავია, რომ ლეპტოპის განახლებულ ვერსიას არ აქვს Apple-ის საკამათო Touch Bar-ი, სენსორული ეკრანი, რომელიც კომპანიის დიზაინში 2016 წლიდან შემოვიდა. Apple-მა ცნობილი Touch Bar-ი ახალი წრიული თითის ანაბეჭდის სკანერით ჩაანაცვლა. ტექნოლოგიური გიგანტი ამ მოდელში ასევე აღადგენს სამ პორტს: HDMI პორტს, SD ბარათის სლოტს და MagSafe-ის დამტენს.

კომპანიის მიხედვით, MacBook Pro-ს ახალი 16 დიუმიანი მოდელის ბატარეის ხანგრძლივობა 21 საათამდე მიაღწევს ვიდეოს ყურებისას, ხოლო მცირე ზომის 14 დიუმიანი მოდელის ბატარეის ხანგრძლივობა 17 საათი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ერთი გამოწვევა, რომელსაც Apple-ი შეიძლება შეხვდეს ახალი MacBook Pro-ს წარმოებაში პანდემიასთან დაკავშირებული ჩიპების დეფიციტი და მიწოდების ჯაჭვის შენელებაა. MacBook Pro-ს ახალი მოდელი  მაღაზიებში მომავალი კვირიდან გამოჩნდება. Apple-ის განახლებული Mac-ის ფასი 14 დიუმიანი მოდელისთვის $1,999 დოლარიდან, ხოლო 16 დიუმიანი მოდელისთვის $2,499-დან დაიწყება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი