LIVE

თურქეთმა 10 ქვეყნის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა

19 ოქტ 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 990
თურქეთმა 10 ქვეყნის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა
Adem Altan, AFP

თურქეთმა 10 ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები დაიბარა. მიზეზი ოსმან კავალას, ქველმოქმედისა და ბიზნესმენის გათავისუფლების მოთხოვნაა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწვია შეერთებული შტატების, გერმანიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, კანადის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები, რათა მიიღონ განმარტება კავალას საქმეზე.

ოსმან კავალა 4 წელია პატიმრობაშია. მას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ბრალდებული უარყოფს ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის მხარდამჭერებთან თანამშრომლობას, რომელსაც ერდოღანი პუტჩის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კავალას გათავისუფლების შესახებ ელჩების იშვიათი ერთობლივი მოწოდება ხაზს უსვამს, რომ საქმის განხილვა თურქეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო გამოცდაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ჰაკაოღლუ