LIVE

სწრაფი ტესტი იმაზე ზუსტია, ვიდრე ფიქრობდნენ - კვლევა

18 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1703
სწრაფი ტესტი იმაზე ზუსტია, ვიდრე ფიქრობდნენ - კვლევა

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრების თანახმად, სწრაფი ტესტები (LFT) ინფიცირებულების გამოსავლენად ძალიან გამოსადეგია.

როდესაც სწრაფი ტესტი გამოჩნდა, ამბობდნენ, რომ ლაბორატორიაში გამოკვლეულ PCR ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტი იყო, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ სწრაფი ტესტები არის "ძალიან სასარგებლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი" ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Covid-ით დაავადებული ადამიანების მესამედი მას სიმპტომების გარეშე ავრცელებს. 

UCL-ის კვლევის საფუძველზე, პროფესორმა ირენ პეტერსენმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა, თქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ კოვიდი, „უნდა ენდონ მას და დარჩნენ სახლში“.

თუმცა მთავრობის რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ადამიანებმა სწრაფი ტესტის დადებითი შედეგი PCR ტესტით უნდა გადაამოწმონ, რათა დაადასტურონ, რომ აქვთ კოვიდი. მათ შეუძლიათ თვითიზოლაცია PCR ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ დაასრულონ. 

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ის ეძებს მიზეზს, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება სწრაფ ტესტთან დაკავშირებული რაიმე ტექნიკური პრობლემის შესახებ.

როდესაც მკვლევრებმა სწრაფი ტესტის სიზუსტის გამოსათვლელად გამოიყენეს ახალი ფორმულა, მათ დაადგინეს, რომ სწრაფი ტესტი 80%-ზე მეტით ეფექტურია ნებისმიერი ხარისხით ინფიცირების შემთხვევაში Covid-19-ის გამოსავლენად და სავარაუდოდ, 90%-ზე მეტით ეფექტურია უფრო მეტი ხარისხით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში. 

მკვლევრების თქმით, ეს გაცილებით მაღალი შედეგია, ვიდრე ადრე ეგონათ.

პროფესორი მაიკლ მინა, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლიდან, ასევე მკვლევართა ჯგუფის ნაწილი, ამბობს, რომ სწრაფ ტესტებს შეუძლიათ „გამოავლინონ თითქმის ყველა, ვინც ამჟამად სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას“, როდესაც ვირუსის გავრცელება პიკს აღწევს.

”დიდი ალბათობით, თუ ვინმეს სწრაფი ტესტი უარყოფითია, მაგრამ PCR დადებითია, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ არიან ავადმყოფობის აქტიური ფაზის პიკზე”,- თქვა მან.

სწრაფი ტესტები ფართოდ გამოიყენება სკოლებში, სამუშაო ადგილებსა და თავშეყრის ადგილებზე შესვლის უფლების შესამოწმებლად უსიმპტომო პირთათვის.