LIVE

Nike Jordan-ის აღმასრულებელი 56 წლის წინ ახალგაზრდის მკვლელობას აღიარებს

16 ოქტ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
Nike Jordan-ის აღმასრულებელი 56 წლის წინ ახალგაზრდის მკვლელობას აღიარებს
GETTY IMAGES

შეერთებულ შტატებში Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 56 წლის წინ დასავლეთ ფილადელფიაში თინეიჯერის მკვლელობა აღიარა. Jordan-ის ბრენდის ხელმძღვანელმა, ლარი მილერმა1965 წელს მომხდარ მკვლელობაზე Sports Illustrated-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ეს შინაგანად მჭამდა”, - თქვა თავისი ქმედებების შესახებ. მომხდარის დროს მილერი 16 წლის, მისივე თქმით, “გამოკვეთილი ბანდიტი” იყო. 

მილერი 13 წლის ასაკში შეუერთდა დასავლეთ ფილადელფიის ერთ-ერთ დაჯგუფებას. ამის შემდეგ საუკეთესო მოსწავლემ ალკოჰოლის მიღება დაიწყო. როდესაც მეტოქე დაჯგუფების წევრმა მისი მეგობარი მოკლა, 16 წლის მილერმა აიღო იარაღი და ალოჰოლლური თრობის მდგომარეობაში შურისძიება გადაწყვიტა. 1965 წლის 30 სექტემბერს მან პირველივე შემხვედრს ესროლა: 18 წლის ედვარდ უაიტს.

“წლების განმავლობაში გავურბოდი მომხდარს. შევეცადე დამალვას და ვიმედოვნებ, რომ ხალხმა არ იცოდა ამის შესახებ”, - განუცხადა მან Sports Illustrated-ს. 

მილერი Nike-ში 1997 წლიდან მუშაობს და ზედამხედველობს Nike Basketball-ის, Jordan-ისა და Converse-ის ყოველდღიურ საქმიანობას. ის ასევე არის Kraft Foods-ისა და Campbell Soups-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და საკალათბურთო კლუბის, Portland Trail Blazers-ის ყოფილი პრეზიდენტი.

ინტერვიუს დაწყებამდე, მილერმა ისაუბრა ინციდენტის დროს მისი შიდა წრის შესახებ, მათ შორის კალათბურთის ლეგენდა, მაიკლ ჯორდანისა და NBA-ს კომისრის, ადამ სილვერის შესახებ.

ლარი მილერი უახლოეს მომავალში წიგნს გამოსცემს, სადაც დეტალურად აღწერს ინციდენტს, არასრულწლოვანთა პატიმრობას და სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის.