LIVE

მოსაზრება: დამარცხდა თუ არა შვედეთი პანდემიასთან ბრძოლაში?

17 ოქტ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 994
მოსაზრება: დამარცხდა თუ არა შვედეთი პანდემიასთან ბრძოლაში?
Jonas Gratzer/Getty Images

შვედეთის Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები პანდემიის დასაწყისიდან განხილვისა და კრიტიკის საკითხია. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ლოქდაუნების და ნიღბების მანდატების მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ შვედეთის უფრო მოდუნებულ მიდგომას და შედარებით მცირე დაღუპულთა რაოდენობას, როგორც მტკიცებულებას, რომ მკვეთრი ზომები არა მხოლოდ ზედმეტი, არამედ კონტრპროდუქტიულია.

ამავდროულად, შვედეთის მიდგომის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ საქმე ეხება მხოლოდ 10 მილიონიან ერს, ევროპის შედარებით იზოლირებულ კუთხეში. კრიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა ბევრად უკეთ იმუშავეს მოქალაქეების დასაცავად.

University of Washington-ის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მიხედვით, შვედეთის მიერ გამოქვეყნებული კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ჭარბი სიკვდილიანობის (ანუ ნორმალურ დონეზე მაღლა) დაახლოებით 90%-ს შეადგენს. საფრანგეთისთვის ეს არის 78%, გერმანიისთვის 68%, ჰოლანდიისთვის კი მხოლოდ 58%.

ასე რომ, შვედეთმა ამ მიმართულებით საშუალო წარმატებას მიაღწია Covid-19-თან ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უფრო წარმატებული იყვნენ მისი მეზობელი ქვეყნები და ფაქტი, რომ ქვეყანამ 2020 წელი ისეთი უპირატესობებით დაიწყო, როგორიცაა ჯანმრთელი მოსახლეობა და მსოფლიოში დამოუკიდებლად მცხოვრები ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა, ეს შედეგი იმედგაცრუებად შეიძლება ჩაითვალოს.

მიუხედავად ამისა, შვედეთის დამოკიდებულებამ პირადი პასუხისმგებლობისადმი, როგორც ჩანს, უკეთესად იმუშავა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის  მკაცრმა ლოქდაუნებმა და სხვადასხვა პოლიტიკების კაკოფონიამ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ შვედეთში ცხოვრება ჩვეულებრივად წარიმართა. პანდემიის განმავლობაში, როგორც ჩანს, შვედებმა შეწყვიტეს სახლის გარეთ საქმიანობა იმაზე მეტად, ვიდრე დანიელებმა.

ზოგადად, შვედეთის გარდა სკანდინავიური ქვეყნები მიმართავენ ხშირ და ხანმოკლე ჩაკეტვებს. შვედეთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ამგვარი მიდგომა. მათ უპირატესობა მიანიჭეს გრძელვადიანი პერსპექტივის რეკომენდაციებს.

თუმცა, გასული ზამთრისთვის შვედეთმა მიიღო საკმარისი შეზღუდვები შეკრებებზე. Oxford Coronavirus Government Response Tracker-მა შვედეთის Covid პოლიტიკა შეაფასა, როგორც ევროპისთვის მეტ-ნაკლებად საშუალო სიმკაცრის.

მეტ-ნაკლებად საშუალო იყო შვედეთის ეკონომიკური მაჩვენებლებიც. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 0,1%-იანი წლიური რეალური ტემპით, რაც უკეთესი შედეგია ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ უარესია დანიასა და ფინეთთან შედარებით. 

სამუშაო ადგილების მიხედვით, შვედეთი მდიდარ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებად წარმატებულ ქვეყნებს შორისაა. ქვეყანას სუბსიდიები ჰქონდა სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის, მაგრამ არა დაბალანაზღაურებადი კონტრაქტებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც მეტად დაზარალდნენ პანდემიით.

საერთო ჯამში, შვედეთი პანდემიის დასაწყისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ არა იმდენად გასული შემოდგომიდან. მთლიანობაში, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყანა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გამოირჩევა არც მისი წარმატებით, არც წარუმატებლობით და არც ეკონომიკური მაჩვენებლებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ფოქსი