LIVE

შოკოლადზე გლობალური მოთხოვნა აღდგენის ფაზაშია

18 ოქტ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 905
შოკოლადზე გლობალური მოთხოვნა აღდგენის ფაზაშია
Getty Images

შოკოლადის გლობალური მოხმარება აღდგენის ფაზაშია. შოკოლადის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიბმულია ტურისტულ ინდუსტრიასა და იმპულსურ შესყიდვებზე, რომელსაც ხალხი მსოფლიოს აეროპორტებში აკეთებს. Covid-19-ის პანდემიამ ეს ჯაჭვი შეაჩერა, თუმცა უკვე ვლინდება მოთხოვნის აღდგენის ნიშნები. 

Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, კაკაოს გადამუშავება ჩრდილოეთ ამერიკაში, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში 6.6%-ით გაიზარდა, ევროპაში 5.8%-ით, ხოლო აზიაში 5.5%-ით. რეალიზაციის შემთხვევაში, ზრდა წინა სამი თვის პერიოდში გამოქვეყნებულ მოგებაზე აისახება.

”ჩრდილოეთ ამერიკა არა მხოლოდ აღდგენის ფაზაშია, არამედ ფართოვდება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეზღუდული მოთხოვნა, რადგან მოგზაურობა ბოლომდე არ აღმდგარა. სხვა მხრივ, სულ მცირე დასავლეთის ქვეყნებში აღდგენის ერთგვარი ფორმაა სახეზე",- განაცხადა სერგეი ჩეთვერტაკოვმა, F.O. Licht-ის ანალიტიკოსმა გერმანიაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარვინ ჯი პერეზი და არჩი ჰანტერი