LIVE

სად უფრო იაფია ცხოვრება - თბილისი, ბაქო, ერევანი

16 ოქტ 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 923
სად უფრო იაფია ცხოვრება - თბილისი, ბაქო, ერევანი

თბილისი ბაქოზე 5.1%-ით, ხოლო ერევანზე 17.6%-ით უფრო იაფი ქალაქია. Numbeo-ს მონაცემებით, ერევანში ოთხსულიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები (საცხოვრებლის იჯარის გარეშე) 5 357 ლარს ($1714), ხოლო ბაქოში 4 823 ლარს ($1543) შეადგენს. თბილისში ოთხსულიანი ოჯახის შენახვა თვეში 4 553 ლარი ($1457) ჯდება.

ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი თბილისში 1 227 ლარს ($408), ბაქოში 1 343 ლარს ($430), ხოლო ერევანში 1 505 ლარს ($481) შეადგენს.

ისევე როგორც Numbeo-ს, ასევე ss.ge-ს მონაცემებით, თბილისის ცენტრში დაახლოებით 65-70 კვ.მ. ფართის ბინის ქირაობა $300 ღირს. ერევნის ცენტრში ერთ საძინებლიანი ბინის დაქირავება $400, ხოლო ბაქოში $319 ჯდება.

რაც შეეხება ბინის გასაყიდ ფასს, ერევნის ცენტრში 1 კვ.მ. $1 858, ხოლო გარეუბანში $976 დოლარი ღირს. ბაქოში შესაბამისად $1 668 და $742. „თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში, კერძოდ, მთაწმინდაზე ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ახალაშენებულ ბინაში საშუალოდ $1 200-ია. ვაკეში $1 150, ხოლო საბურთალოზე  $950-ს შეადგენს.

კომუნალური (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ნაგავი) ხარჯები თბილისში 85 კმ.მ. ბინის პირობებში $51.88-ს, ერევანში $70.67-ს, ხოლო ბაქოში $81.93-ს შეადგენს.

Numbeo-მ სამივე ქალაქში საშუალო ხელფასიც (დაბეგვრის შემდეგ) შეადარა. თბილისში ის $347.77-ია, ერევანში $415.55, ხოლო ბაქოში $583.44.