LIVE

საქართველო: ნავთობის ფასი გაიზარდა - ბიზნესი საწვავის გაძვირების მოლოდინშია

11 იან 202119:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 695

უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავი გაძვირდება - ასეთია ადგილობრივი ბიზნესის მოლოდინი. როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი ზრდის გამო არაბრენდირებული საწვავი გაძვირდა. მათ შორის დიზელის ფასმა დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა და მომდევნო დღეებში ბენზინის გაძვირებაც დაანონსდა.

ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევში კერძო სექტორი ბრენდირებული საწვავის გაძვირების მოლოდინშია.​ 

2021 წლის პირველივე კვირაში ნავთობის ფასი დაახლოებით 5-6 აშშ დოლარით გაიზარდა. ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ბარელის ფასმა დაახლოებით 54 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი 2020 წლის 6 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.