ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები, იგივე CBDC, შესაძლოა, მომავალი ფინანსური კრიზისის დროს სასურველი უსაფრთხო თავშესაფარი გახდეს. პოტენციურად, ეს კომერციულ კრედიტორების მდგომარეობას გააუარესებს.
მოვლენების ეს განვითარება ერთ-ერთია იმ შესაძლო საფრთხეებიდან, რომელსაც გლობალური ცენტრალური ბანკების ანგარიშები უსვამენ ხაზს.
ცენტრალური ბანკები საკუთარი ციფრული მონეტების მიღებას, სწრაფი საერთაშორისო ტრანზაქციების მცირე რეგულაციით შესასრულებლად, უკვე განიხილავენ. ჩინეთი ავითარებს ციფრულ იუანს, რაც სხვა ცენტრალურ ბანკებზე ზეწოლას ახდენს, რომ იგივე გააკეთონ.
ცენტრალური ბანკების კვლევამ ასევე დეტალურად გაანალიზა გლობალური საბანკო გიგანტების შესაძლო ზემოქმედება ფინანსურ სისტემაზე. კვლევა ვარაუდობს, რომ CBDC-ებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წილი წაიღონ კომერციული დეპოზიტებიდან და საფრთხე შეუქმნან ინდუსტრიის დაფინანსებას.
ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ციფრულმა ვალუტებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპოზიტებში გაზრდილი არასტაბილურობა და/ან დეპოზიტების მნიშვნელოვანი შემცირება. ამან, გარკვეულ ვითარებაში, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბანკების მომგებიანობაზე, დაკრედიტებაზე და ფინანსური მომსახურების სრულად უზრუნველყოფაზე.
თუმცა, დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ ორივე რისკის მართვა შესაძლებელია CBDC-ებზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. კვლევის მიხედვით, ციფრული ვალუტის გადარიცხვების ან მფლობელობის მკაცრ შეზღუდვებს, ისევე როგორც ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს ახალი აქტივების ამოქმედებამდე, ასეთი საფრთხეების შემცირება შეუძლია.
ციფრულ ლარს ავითარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ჩაეშვება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეს ჰამილტონი