LIVE

კანიე უესტის $90-იანი ჰუდები რამდენიმე საათში მთლიანად გაიყიდა

01 ოქტ 202110:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 968
კანიე უესტის $90-იანი ჰუდები რამდენიმე საათში მთლიანად გაიყიდა

ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის გიგანტმა Gap-მა კანიე უესტის Yeezy-ისთან თანამშრომლობის ფარგლებში მეორე პროდუქტი წარადგინა. ბრენდის მომხმარებლებს კომპანიის საიტზე საშუალება ჰქონდათ წინასწარ შეეკვეთათ $90-იანი ჰუდები.

Yeezy-ის და Gap-ის კოლაბორაციის პროდუქტის წინასწარი შეკვეთა ექვს ფერში იყო შესაძლებელი, მიტანის ვადა კი ორიდან რვა კვირამდეა.

შეკვეთების გახსნიდან მხოლოდ რამდენიმე საათში ჰუდების ყველა ზრდასრული ზომა, L-დან ზემოთ, მთლიანად გაიყიდა.

ივნისში $200-ის ღირებულების ნეილონის ქურთუკის დებიუტის შემდეგ, ეს არის მეორე პროდუქტი, რომელიც კომპანიამ Yeezy Gap-ის ხაზის ქვეშ წარადგინა.

გასულ წელს ვესტმა ხელი მოაწერა Gap-თან 10-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ტანსაცმლის დიზაინსა და გაყიდვას გულისხმობს. Gap-ის აღმასრულებლები იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა დაეხმარება სან ფრანცისკოში დაფუძნებულ საცალო მოვაჭრეს უფრო პოპულარული გახდეს ახალგაზრდა მომხმარებლებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მილსონი