LIVE

სადღესასწაულო ონლაინ გაყიდვები გლობალურად $1.2 ტრილიონს მიაღწევს

03 ოქტ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1012
სადღესასწაულო ონლაინ გაყიდვები გლობალურად $1.2 ტრილიონს მიაღწევს
Bloomberg

Salesforce-ის პროგნოზის თანახმად, წელს სადღესასწაულო სეზონზე ონლაინ მყიდველები ნაკლებს იყიდიან, მაგრამ მეტს დახარჯავენ. მიზეზი მაღალი ინფლაციაა.

სადღესასწაულო ელ-კომერცია ნოემბერსა და დეკემბერში შესაძლოა, 7%-ით გაიზარდოს და გლობალურად რეკორდულ $1.2 ტრილიონს მიაღწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ დახარჯული დოლარის რეალური რაოდენობა გაიზრდება, მყიდველები სავარაუდოდ, ნაკლები ნივთის შეძენას მოახერხებენ. Salesforce-ის თანახმად, ინფლაცია გასულ წელთან შედარებით საჩუქრებს 20%-ით გააძვირებს. ამავდროულად, შეკვეთების რაოდენობა მსოფლიოში 2%-ით შემცირდება.

საცალო ვაჭრობა და მწარმოებლები თვალყურს ადევნებენ ფასების ზრდას მთელს მსოფლიოში ტვირთის მომატებული ხარჯების, გაძვირებული ნედლეულისა და სხვა ზეწოლების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მეტწილად ძლიერი დარჩა, მომარაგების ჯაჭვში პრობლემების გამო ზოგიერთ კომპანიას თაროების შევსება უჭირს, რაც მათ გაყიდვებზე აისახება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ამელია პოლარდი