LIVE

ევროპული ავიახაზების აქციების ფასები იზრდება

26 სექ 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 583
ევროპული ავიახაზების აქციების ფასები იზრდება
Bloomberg

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შეზღუდვების შემსუბუქება ევროპული ავიაკომპანიებს ახალ სიცოცხლეს სძენს. 

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ვაქცინირებული მოგზაურების მიღების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და დიდმა ბრიტანეთმა სამოგზაურო შეზღუდვები შეამსუბუქა, ავიაკომპანიების აქციების ფასები საფონდო ბირჟებზე იზრდება. მათ შორისაა Air France, Lufthansa და Ryanair-ი.

თუმცა, ინვესტორების აზრი იყოფა საკითხზე, შეძლებს თუ არა ზრდა გაგრძელებას, რადგან ინდუსტრია დიდი ხანია ჩამორჩენილია. ევროპული ავიაკომპანიები პრე-პანდემიურ დონესთან შედარებით დაახლოებით 25%-ით შემცირებულია. საჰაერო მოგზაურობის ხელახალი გახსნა შეიძლება იყოს ის, რაც მათ უფრო მდგრადი აღდგენისთვის სჭირდებათ, თუმცა ახალი შეზღუდვების შესაძლებლობა სექტორისთვის მუდმივი რისკია.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები არ ჩქარობენ ავიაკომპანიების ზრდის შეფასებებს, კონსენსუსი მაინც აღმავალ ტრენდზეა. Bloomberg-ის შედგენილი მონაცემების მიხედვით, სექტორი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა, ისევ მომგებიანი გახდეს.

გაუმჯობესების ნიშნები ჩანს ტურისტული ინდუსტრიის სხვა სფეროებშიც. ზრდა ფიქსირდება ტუროპერატორების, დაჯავშნის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერების და აეროპორტის საცალო ვაჭრობის მიმართულებით. თუმცა, ყველა მიმართულება მაინც რჩება პრე-პანდემიურ დონეზე დაბლა.

ამავდროულად, სახლიდან მუშაობაზე გადასვლა კვლავ ახდენს გავლენას სამოგზაურო კომპანიების შემოსავლებზე. Quilter Cheviot-ის მკვლევარის, მამტა ვალეჩას მიხედვით, კორპორატიული მგზავრები ავიაკომპანიის შემოსავლების 30%-დან 60%-მდე შეადგენენ. მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა, როდის აღდგება ეს ნაწილი იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის დისტანციურად კეთების სფეროში სერიოზული ტექნოლოგიური მიღწევები გვაქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო ისტონი