LIVE

IMF: ქონების გადასახადი მოდერნიზებას საჭიროებს

24 სექ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1628
IMF: ქონების გადასახადი მოდერნიზებას საჭიროებს

ერთ-ერთი გადასახადი რომლის მოდელის ცვლილებასაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ერთად განიხილავს, ქონების გადასახადია. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნული გადასახადი ცენტრალიზებული უნდა გახდეს და ქონების პატრონი თავად არ უნდა განსაზღვრავდეს დასაბეგრი ქონების საორიენტაციო ფასს.

„ქონების გადასახადის ადმინისტრირებისას ქონების შეფასება შესაძლოა გახდეს უფრო ცენტრალიზებული ნაცვლად დღეს არსებული მექანიზმისა, რომლის მიხედვითაც ქონების პატრონი თვითონ განსაზღვრავს დასაბეგრი ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებას. ქონების გადასახადის მოდერნიზება მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სახის გადასახადებზეც. ასე მაგალითად: იმ მცირე ბიზნესების შემოსავალი, რომელთა ბრუნვაც 500 000 ლარს არ აღემატება, მხოლოდ 1%-ით იბეგრება, მაშინ როცა ფიზიკური პირებისთვის საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. მსგავსი დაბალი გადასახადი ბუნებრივია მცირე ბიზნესებისთვის წამახალისებელია, თუმცა მეორეს მხრივ ზღუდავს მათ სამომავლო განვითარებას - რადგან ბრუნვის ზრდის პარალელურად მათი გადასახადი იზრდება. ამასთან ფიზიკური პირებისთვის 20%-იანმა საშემოსავლო გადასახადმა შესაძლოა მათი ფორმალური სექტორიდან გადინება გამოიწვიოს. საქართველომ საგადასახადო სისტემის გაუმჯობესების კუთხით საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ვთვლით, რომ არის დარჩენილი სფეროები რომელთა გაუმჯობესებაა შესაძლებელი“,- ამბობს სელიმ ჩაკირი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას ტექნიკურ დახმარებას უწევს შესაძლოა საგადასახადო დანაკარგების - იგივე საგადასახადო შეღავათების შესამცირებლად. მთავრობას კონკრეტული გეგმა წლის ბოლოსთვის ექნება.