LIVE

როდის გასდის ვადა "ფაიზერის" ვაქცინებს - იმნაძის პასუხი

23 სექ 202115:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 1970
როდის გასდის ვადა "ფაიზერის" ვაქცინებს - იმნაძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, "ფაიზერის" ვაქცინების ნაწილს ვადა დეკემბრამდე აქვს.

"ფორმულას" ეთერში საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ვაქცინას გასდის ვადა. 

"ძირითადად დეკემბრის თვის ვარგისიანობის ვადით არის "ფაიზერის" ვაქცინები. აქვე უნდა ითქვას, რომ იგივე "სინოფარმსა" და "სინოვაკს" 2-3 წლიანი ვარგისიანობა აქვს. ასე რომ, ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ იქნება. ერთადერთი გულსატკენია, რომ რაც ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია ის ვაქცინები გვაქვს, ამ დროს მათ ჩვენი მოსახლეობა არ იყენებს",- აცხადებს იმნაძე. 

23 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 1 700 895 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.

ბოლო დღეების განმავლობაში დღიური აცრების რაოდენობა შემცირდა. 22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი.