LIVE

გერმანიაში აუცრელი ჯანდაცვის მუშაკები იზოლაციის დროს ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ

23 სექ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
გერმანიაში აუცრელი ჯანდაცვის მუშაკები იზოლაციის დროს ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ
John Macdougall/Pool via REUTERS

გერმანიის ჯანდაცვის ორგანოები ახალ წესებზე მუშაობენ, რომლის თანახმად, არავაქცინირებული მედპერსონალი არ მიიღებს ანაზღაურებას კარანტინის შემთხვევაში დაკარგული დროის გამო, ნათქვამია ჯანდაცვის სახელმწიფო სამინისტროების გადაწყვეტილების პროექტში.

დოკუმენტის პროექტის მიხედვით, წესები 11 ოქტომბრამდე ამოქმედდება.

წესები ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისაც Covid-19 დაუდასტურდება და მათზე, ვინც COVID-19-ის “მაღალი რისკის” მქონე ქვეყნებიდან დაბრუნდება, რომლებიც ახლა მოიცავს დიდ ბრიტანეთს, თურქეთსა და საფრანგეთის ნაწილს. არავაქცინირებული მოგზაურები საკარანტინე სივრცეში უნდა განთავსდნენ სულ მცირე ხუთი დღის განმავლობაში. 

კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ასეთი რეგულაციები სავალდებულო ვაქცინაციის ტოლფასია, რადგან ბევრ მუშაკს არ აქვს საშუალება, დარჩეს სახლში ანაზღაურების გარეშე.

პრობლემურია კონფიდენციალურობის საკითხებიც. გერმანიას მონაცემთა დავის მკაცრი კანონები აქვს ნაცისტებისა და კომუნისტების მიერ მოქალაქეების თვალთვალის ისტორიის გამო და დამსაქმებლებს საერთოდ არ აქვთ უფლება, ჰკითხონ თანამშრომლებს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა თქვა, რომ შემოთავაზებული წესები არ გულისხმობს გერმანელებზე ზეწოლას ვაქცინაციის მიზნით, არამედ ეს სამართლიანობის საკითხია.

გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო არაა, მაგრამ ხელისუფლება იღებს ზომებს, რომ აუცრელობა უფრო და უფრო არასასიამოვნო გახადოს.

დახურულ რესტორნებში შესასვლელად საჭირო Covid-19-ის ტესტები 11 ოქტომბრიდან ფასიანი გახდება.

გარდა ამისა, გერმანიის ზოგიერთი მიწა საშუალებას აძლევს ბიზნესს, აირჩიონ, მიიღონ თუ არა უარყოფითი ტესტების მქონე ადამიანები, თუ მხოლოდ ისინი, ვინც აცრილია ან ახლახან გამოჯანმრთელდა COVID-19-სგან.