LIVE

კლიმატის ცვლილების უგულებელყოფამ შესაძლოა, ევროპის ეკონომიკა გაანადგუროს - ECB

26 სექ 202116:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
კლიმატის ცვლილების უგულებელყოფამ შესაძლოა, ევროპის ეკონომიკა გაანადგუროს - ECB
Bloomberg

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) თანახმად, კლიმატის ცვლილების შემსუბუქების პოლიტიკის მარცხმა შესაძლოა, საუკუნის ბოლოსთვის ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეამციროს.

თუ რეგულაციები არ ამოქმედდება და ბუნებრივი კატასტროფები გახშირდება და დამძიმდება, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი 2100 წლისთვის 10%-ით შემცირების საფრთხის წინაშე დადგება.

ECB-მ ასევე აღნიშნა, რომ მდგრად ეკონომიკაზე თუნდაც უფრო უწესრიგო გადასვლა, რაც შეფერხებებს, პოლიტიკის მკვეთრ ამოქმედებას და კატასტროფების მაღალი რისკს გულისხმობს, მაინც უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე საერთოდ უმოქმედობა.

ECB-ი მოუწოდებს კომპანიებსა და ბანკებს გააცნობიერონ და მართონ გარემოსდაცვითი საფრთხეები და შესაძლებლობა, რომ დამაბინძურებელმა ფირმებმა შესაძლოა ბაზარი საერთოდ დატოვონ. კლიმატის ეკონომიკური გავლენის შეფასების გარდა, ECB ასევე მომავალ წელს სპეციფიკურ სტრეს-ტესტს ჩაატარებს ბანკებისთვის.

ECB-ის მიხედვით, თუ კლიმატის ცვლილების პრობლემა არ მოგვარდება, 8%-ით უფრო სავარაუდოა, რომ ევროზონის ბანკების საშუალო კორპორატიული სესხების პორტფელმა 2050 წლისთვის ვალდებულებები ვერ შეასრულოს. კლიმატის რისკის მიმართ ყველაზე დაუცველმა პორტფელებმა კი 30%-ით უფრო სავარაუდოა, რომ შუა საუკუნის პერიოდისთვის ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლონ. დიდი ბანკების შემთხვევაში რისკი 50%-მდე იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარლინ ლუკი და ნიკოლას კომფორტი