LIVE

მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრების რიცხვმა 6 მილიარდს გადააჭარბა

22 სექ 202110:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრების რიცხვმა 6 მილიარდს გადააჭარბა

Bloomberg–ის სტატისტიკით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 184 ქვეყანაში 6 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

გლობალურად, ბოლო ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 33,5 მილიონი დოზაა. ამ ტემპით, მსოფლიოში მოსახლეობის 75%-ის დაფარვას კიდევ 5 თვე დასჭირდება.

მსოფლიოში ყველაზე მეტი აცრა ჩინეთში ჩატარდა, მას ინდოეთი და ევროკავშირი მოსდევს.

ჩატარებული აცრების რიცხვი საკმარისია გლობალურად მოსახლეობის 39.1%-ის სრულად ვაქცინირებისთვის, თუმცა განაწილება ქვეყნებს შორის თანაბარი არ არის. მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და რეგიონები მოსახლეობას 20-ჯერ უფრო სწრაფად ცრიან, ვიდრე ამას ყველაზე ღარიბები ახერხებენ. 

NCDC-ის ცნობით, საქართველოში ჩატარებულია 1 686 412-ზე მეტი აცრა. 22 სექტემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.6%. 

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.