LIVE

ბიტკოინის ფასი $44,127-მდე დაეცა

20 სექ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
ბიტკოინის ფასი $44,127-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ნიუ-იორკში დილის 7:33 საათისთვის 7.3%-ით დაეცა და $44,127 შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა ბოლო ერთ კვირაში. დაეცა სხვა ციფრული აქტივების ფასებიც, მათ შორის Bitcoin Cash-ის, EOS-ის და Ether-ის.

”მოულოდნელი ვარდნა ჩინეთში მიმდინარე Evergrande Group-ის სიტუაციას უკავშირდება, რომელმაც უკვე გამოიწვია არეულობა ტრადიციულ ბაზრებზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წინ რთული კვირაა. პოტენციურად ფასი $41,000-მდე დაეცემა”,- წერს ბრიტანეთში დაფუძნებული GlobalBlock-ის ტრეიდერი იონას ლუეტი.

სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ განაცხადა, რომ ქვეყანამ ფასის ვარდნით ისარგებლა და კიდევ 150 ბიტკოინი იყიდა, რაც სალვადორის მთლიან მარაგს 700-მდე ზრდის. ცოტა ხნის წინ ქვეყანამ მიიღო ბიტკოინი, როგორც კანონიერი გადახდის საშუალება. სადავო ნაბიჯმა ტექნიკური ხარვეზები და პროტესტიც გამოიწვია.

სალვადორის ენთუზიაზმით მიღებული ბიტკოინი ფასების ბოლოდროინდელი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია. მიუხედავად ამისა, ბაზარს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მაისის ვარდნის შემდგომი ზარალის ანაზღაურებამდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლინ ტომასიონი