LIVE

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები გასულ წელს $312 მილიარდით გამდიდრდნენ

19 სექ 202120:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 928
მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები გასულ წელს $312 მილიარდით გამდიდრდნენ
REUTERS/Rick Wilking

ძლიერი ლიკვიდურობა, საფონდო ბირჟების ზრდა და რბილი საგადასახადო პოლიტიკა ხელსაყრელი აღმოჩნდა გასულ წელს დინასტიური სიმდიდრის კიდევ უფრო ზრდისთვის. მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახი ჯამში $1,7 ტრილიონს ფლობს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

უოლტონები, ოჯახი რომელიც Walmart-ის საცალო ვაჭრობის თითქმის ნახევარს ფლობს, მეოთხე წელია $238.2 მილიარდის წმინდა ღირებულებით სიის სათავეშია. მათი ქონება ბოლო 12 თვის განმავლობაში $23 მილიარდით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ოჯახმა $6 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.

რეიტინგში ახალ სახელებს შორის არიან დესუები საფრანგეთიდან, მესამე თაობის ტექნოლოგიისა და საავიაციო იმპერია და ნიუ-იორკში დაფუძნებული კოსმეტიკური საშუალებების კომპანიის Estee Lauder-ის მწარმოებლები.

მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში მყოფი ყველა ოჯახი უფრო მეტად გამდიდრდა, ფუფუნების დინასტიების მოგება განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო. Hermes-ის მფლობელი ოჯახის ქონება 75%-ით გაიზარდა და $111,6 მილიარდს მიაღწია.

მზარდი დინასტიური ქონება ხაზს უსვამს სიმდიდრის გადანაწილების უთანასწორობას, რომელიც პანდემიით არის გაძლიერებული. მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრების ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესის დემოკრატებმა რიგი საგადასახადო ცვლილებები წამოაყენეს, რომლებიც მდიდრების დაბეგვრისკენაა მიმართული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პედლტონი