LIVE

საქართველოში იმპორტირებული ხახვის 83% თურქულია

24 სექ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
საქართველოში იმპორტირებული ხახვის 83% თურქულია

2021 წლის იანვარ-ივლისში 14.5 ათასი ტონა თურქული ხახვის იმპორტში საქართველომ $4.4 მილიონი გადაიხადა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ სულ $5.3 მილიონის 17.4 ათასი ტონა ხახვი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხახვის იმპორტი საქართველოში 14.7%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში $6.7 მილიონის 20.4 ათასი ტონა ხავის იმპორტი განხორციელდა.