LIVE

პუტინის გარემოცვაში Covid-19-ის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა

16 სექ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 597
პუტინის გარემოცვაში Covid-19-ის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა

კრემლში Covid-19-ის აფეთქებაა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ინფიცირებულია ათეულობით ადამიანი.

68 წლის პუტინი მჭიდრო კონტაქტში იყო თანაშემწესთან, რომელსაც მოგვიანებით Covid-19 დაუდგინდა. კრემლს არ გაუხმაურებია თანამშრომლის ვინაობა.

“ეს არ არის ერთი ან ორი ადამიანი, საუბარია ათობით ადამიანზე”,- განაცხადა პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრის დროს.

რუსეთის პრეზიდენტმა Sputnik V-ის ვაქცინა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. მისი ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებული იყო თანაშემწეც.

პანდემიის დაწყების დღიდან რუსეთის ლიდერი ვირუსის თავიდან ასაცილებლად მკაცრ ზომებს მიმართავდა. პერსონალსა და ვიზიტორებს პირადად შეხვედრამდე კარანტინის გავლა უწევდათ. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ვაქცინაციის შემდეგ, პუტინმა რამდენიმე საჯარო ღონისძიება ჩაატარა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არხიპოვი