LIVE

უკრაინა დასავლეთისგან $1.5 მილიარდიან დაფინანსებას ელის

16 სექ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 658
უკრაინა დასავლეთისგან $1.5 მილიარდიან დაფინანსებას ელის
Bloomberg

უკრაინის შანსი - მიიღოს $1.5 მილიარდიანი დასავლური დაფინანსება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირმა დახმარების ტრანში დაამტკიცა. "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" ასევე ამზადებს მიმოხილვას, რამაც შეიძლება, გაყინული $5 მილიარდიანი სესხი აღადგინოს.

ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $710 მილიონის ჩარიცხვას, რომელიც წინა წელს შეთანხმებული მაკრო-ფინანსური პაკეტის მეორე ნახევარია. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირობების შესრულების შესახებ პოზიტიური შეფასება და პროგრესი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თანხა გამოყენებული იქნება ეკონომიკური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" ონლაინ მისია 18 სექტემბერს დაიწყება. უკრაინის მთავრობა $750 მილიონიან დაფინანსებას ნოემბერში ან დეკემბერში ელოდება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კრედიტორების ყველა პირობა დაკმაყოფილებულია.

პირობები მოიცავს ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებას და ცენტრალური ბანკის დაცვას პოლიტიკური ჩარევისგან. ამ მოთხოვნების შესრულების დაგვიანების გამო სესხი, რომლის ვადა წლის ბოლოს იწურება, თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლადიმირ ვერბიანი და ჯონ ფილეინი