LIVE

პუტინი თვითიზოლაციაში გადადის

14 სექ 202113:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1879
პუტინი თვითიზოლაციაში გადადის
Evgeny Biyatov/Kremlin via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. მის გარემოცვაში Covid-19-ის შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ სამშაბათს კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა.

იზოლაციაში გადასვლის გამო ჩაიშალა ტაჯიკეთში უსაფრთხოების რეგიონული შეხვედრებიც. 

რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე კვირაში დუშანბეში დაგეგმილ CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომასა და სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივ შეხვედრაში. CSTO და SCO წევრი ქვეყნების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება. სამიტზე მხარეები ავღანეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვმა რუსეთში გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ხელისუფლებას ეშინია შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ხელახალი ზრდის, რადგან ამ ეტაპზე მოსახლეობის მესამედზე ნაკლებია ვაქცინირებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არხიპოვი